ლარი ევროსთან 8.05 თეთრით გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 18:23 | 14.08.2018 ნანახია: 389

14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6343 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5694 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -6.49 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0047 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9242 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 8.05 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4000 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3645 ლარი ეღირება.  დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 აგვისტოდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე