საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 15.7%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 18:14 | 14.08.2018 ნანახია: 402

2018 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 15.7 პროცენტით მეტია.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 20.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 66 პროცენტი მხოლოდ ტურისტები[1]  იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების  წილმა 28.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.7 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე