გაზაფხულის სითბომ შეიძლება ფილტვის დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს

საქართველო, თბილისი - 15:54 | 11.02.2020 ნანახია: 355

ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, დღის საშუალო ტემპერატურის მატებასა და თოვლის დნობასთან ერთად მკვეთრად უარესდება ჰაერის ხარისხი ქალაქებში. საქმე ისაა, რომ ზამთრის პერიოდში ადგილი აქვს დამაბინძურებელი ნივთიერებების თოვლში დაგროვებას, ხოლო თოვლის დნობის დროს ხდება ამ ნივთიერებების მძლავრი გადმოსროლა გარემოში.
ექსპერტებმა გააანალიზეს თოვლისა და დამდნარი წყლის ნიმუშები მათი ქიმიური შემადგენლობის დადგენის მიზნით. აღმოჩნდა, რომ მომწამლავი ნაერთების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სწორედ გაზაფხულის დასაწყისში აღინიშნება, როდესაც თოვლი დნობას იწყებს. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების რიგი დაავადებების განვითარების პროვოცირება, როგორიცაა ასთმა, ალერგიული რეაქცია და ორგანიზმის მოწამვლა. ამიტომ, გაზაფხულის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ ადამიანებმა, რომელთაც ფილტვის ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე