კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 14.09.2019 ნანახია: 172

კახეთის რეგიონში რთველი 2019-ის დაწყებიდან დღემდე ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესი კახეთში ორგანიზებულად მიმდინარეობს. რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მევენახეებმა  ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ. 

14 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 37 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული: 21 ათასი ტონა რქაწითელი, 11 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

გასული დღეღამის განმავლობაში, კახეთის რეგიონში 50-მდე ღვინის საწარმომ 7 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავა, რაც მიანიშნებს რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია. ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 50-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. 

რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 220 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა დროს ჩაერთვებიან.
წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე