კახეთში მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ

საქართველო, თბილისი - 13:25 | 10.09.2019 ნანახია: 72

კახეთში მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ. მათი თქმით, ერთი კილოგრამი რქაწითელის ფასი 70 თეთრია, რაც გაწეულ ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. კახეთშჭი სხვადასხვა სოფელში გამართული აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, ღვინის კომპანიებთან უშუამდგომლონ.

"70 თეთრი თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს. ეს ფასი ჩვენთვის მევენახეებისთვის მიუღებელია.მოვითხოვთ ხელისუფლებამ გვიშუამდგომლოს ღვინის კომპანიებთან და ერთი კილოგრამის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ იყოს. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საპროტეატო აქციებს გავაგრძელებთ“, - აცხადებენ ფერმერები.

გავაზის, ჭიკაანის, ზინობიანის და ახალსოფლის მევენახეების მოთხოვნებს ადგილზე გაეცნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და ხელისუფლების წარმომადგნელები. სადაც გადაწყდა რომ მოთხოვნას რამდენიმე ფერმერთან ერთად დიალოგის რეჟიმში განიხილავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე