ბათუმში არტ ფესტივალი,,არგანი’’ ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 19:51 | 09.08.2018 ნანახია: 326

2018 წლის 11 აგვისტოს, ბათუმში არტ ფესტივალი,,არგანი’’/Batumi ArtFest “ARGANI” აიღებს სტარტს . სამი დღის განმავლობაში ბათუმის ცენტრალური პარკი  ბრწყინვალე არტ-მოედნად იქცევა, რომელიც  მხატვრებს, დიზაინერებს, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგის ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს ,ფოტოგრაფებს, მოქალაქეებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს გააერთიენებს. აქ თქვენ ნახავთ ქართველი და უცხოელი ოსტატების საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას, მასტერ-კლასებს, შოუ-პროგრამებს, რომლებიც  საოცარ ხელოვნებას შემოგთავაზებენ  და სილამაზის სამყაროში გამოგზაურებენ!                                          

არტ ფესტივალი გთავაზობთ:                             

  • ქართველი და უცხოელი ოსტატების მიერ შექმნილ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას;
  •  ხატვის და ცეკვის მასტერ-კლასებს;
  • იოგას სუფთა ჰაერზე;     
  • მხატვრების და ფოტოგრაფების გამოფენას;
  • არტ-ობიექტების და გრაფიტის შექმნას;
  • ბავშთა ზონას სპორტული და სახალისო აქტივობებით;
  • ფუდ-ზონას;
  • ქართული და უცხოური ფილმების ჩვენებას ღია ცის ქვეშ ;                             
  • წარმოდგენილი იქნება Fire Show ,მუსიკალური ჯგუფები, DJ ;

დასწრება და მონაწილეობა უფასოა!!! მისამართი:  ბათუმის ცენტრალური პარკი (ბათუმი); 11-დან 13 აგვისტომდე 12: 00-დან 23:00 საათამდე




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე