თბილისში კოსმეტიკურ საშუალებებში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 12:34 | 10.09.2019 ნანახია: 19

არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge აცხადებს, რომ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი კოსმეტიკური საშუალების 35 სახეობიდან, 5 ნიმუშში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა. მათივე განმარტებით, აღმოჩენილი პარაბენების გამოყენება აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.

35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) გამოიკვლიეს, ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად.

momxmarebeli.ge-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, მავნე ნივეთიერება აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში:

L'Oreal Co — ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი Garnier;

Quimi Romar S.L.U — ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Amalfy;

Distr. By/par Procter&Gamble, Cincinati — თმის საღებავი CLAIROL;

Orkide Cosmetics — ფრჩხილის ლაქი Olivia;

Bell Cosmetics — თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline;




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე