ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის კვლავ გადაიდო

საქართველო, თბილისი - 12:00 | 10.09.2019 ნანახია: 88

თბილისსა და კასპთან ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყება გადავადდება.

პროექტები საინვესტიციო ჰოლდინგ „საქართველოს კაპიტალს“ ეკუთვნის, რომელიც მთავრობასთან დოკუმენტაციის შეთანხმების პროცესშია. ჰოლდინგი ამ პროცესის დასრულებას წლის პირველ ნახევარში ვარაუდობდა, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა მშენებლობა შემოდგომიდან დაეწყო, თუმცა, PPA პროექტებში საკანონმდებლო ბაზის ცვლილების გამო, მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება და მისი დასრულება წლის მეორე ნახევარშია ნავარაუდევი, რაც მშენებლობის დაწყების პროცესსაც გადაავადებს.

ნახევარწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისში 57 მეგავატის, კასპთან კი, 54 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების აშენება მოხდება. სადგურები ექსპლუატაციაში 2021 წლის მეორე ნახევარში შევა, ნაცვლად ნავარაუდევი 2020 წლის მეორე ნახევრისა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე