კახეთში სამი საწარმოდან ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტი ამოიღეს

საქართველო, თბილისი - 11:53 | 10.09.2019 ნანახია: 94

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინეს. 

 

როგორც ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახური წერს, კახეთის რეგიონში სამი საწარმო ფალსიფიცირებული ხორცის ნახევარფაბრიკატებსა და თევზს აწარმოებდა. მათი შემადგენლობა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს არ შეესაბამებოდა.  

სამივე საწარმოდან სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია ამოიღეს, მათ ექსპერტიზა უტარდება. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე