მუსიკალური ბანაკი ბათუმში

საქართველო, თბილისი - 19:48 | 09.08.2018 ნანახია: 410

ბათუმის მუსიკალური  ფესტივალის ფარგლებში 2-12 სექტემბერს  მუსიკალური ბანაკი მოეწყობა. 

ბათუმის მუსიკალური  ფესტივალი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანია საქართველოში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. 

მუსიკალურ ბანაკში 13-17 წლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ სპეციალურად შემუშავებული ინოვაციური ტრეინინგები ზოგადი კულტურისა და ცნობიერების ასამაღლებლად. ბანაკში  300-დე მოსწავლე იქნება.  პროგრამას პიანისტი და მუსიკათმცოდნე მარინა ლობჟანიძე გაუძღვება, რომელსაც შემუშავებული აქვს ვიზუალსა და სმენაზე აგებული სწავლების სისტემა.

ბათუმის ფესტივალის ფარგლებში საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ტარდება არტ-კამპის პროგრამა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე