კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობა” აცხადებს, რომ ქარხნის ტერიტორიიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს

საქართველო, თბილისი - 15:37 | 02.07.2019 ნანახია: 1332

კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს, რომ ქარხნის ტერიტორიიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს.

"გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვინდა ავღნიშნოთ, რომ კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა," ისევე, როგორც სრულიად საქართველო, გმობს რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. წლების განმავლობაში, ღვინის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აღმართულია ყველა იმ ქვეყნის დროშა, რომელთანაც კომპანიას საქმიანი ურთიერთობები გააჩნია. რუსეთის საექსპორტო ბაზრებზე სხვა უამრავი კომპანიის თუ ბიზნესის მსგავსად, კახური ტრადიციული მეღვინეობაც ინარჩუნებს მხოლოდ საქმიან პოზიციებს. თუმცა, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გათვალისწინებით, ქარხნის ტერიტორიაზე რუსეთის დროშა აღარ არის აღმართული", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაცია, რომ "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ქარხანაზე რუსეთის დროშა ფრიალებდა, Laboratorium.ge-მ გუშინ გაავრცელა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამ კომპანიის მიმართ კრიტიკა მოჰყვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე