რუსეთმა ქართულ ღვინოზე კონტროლი გაამკაცრა

საქართველო, თბილისი - 14:09 | 24.06.2019 ნანახია: 417

რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა ქართულ ღვინოზე კოტროლი გაამკაცრა.

უწყების ინფორმაციით, ამის მიზეზი პროდუქციის ხარისხის გაუარესება გახდა.

ამავე უწყების განცხადებით, 2014-2018 წლამდე ალკოჰოლური სასმხელების რაოდენობა 2,9-ჯერ გაიზარდა და გასულ წელს 203 ათასი ლიტრი შეადგინა.

უპირველესად, შემოწმების ახალი რეგულაციები შეეხება "ბაგრატიონი 1882"-ს, "ბოლერი და კომპანიას", "კახური ტრადიციულ მეღვინეობას", "ბადაგონს", "ქართული ღვინის სახლს", "კორპორაცია ქართულ ღვინოს", "ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას' და "ბატონოს".

ამ კომპანიებს არ მიეცემათ პროდუქციის რუსეთში იმპორტირების საშუალება, სანამ შემოწმებას არ გაივლიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე