ხარისხის გარანტი - პორტალი, რომელიც საქართველოში მაღალი ხარისხის ღვინოების ჩამონათვალს გააერთიანებს

საქართველო, თბილისი - 15:02 | 15.05.2019 ნანახია: 776

ქართული ღვინის გილდია“ მევენახეობა და მეღვინეობის განვითარებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს იწყებს.

ხარისხის გარანტი - www.topgeorgian.wine - პორტალი, რომელიც საქართველოში მაღალი ხარისხის ღვინოების ჩამონათვალს გააერთიანებს. საიტი წარმოდგენილი იქნება 7 ენაზე, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი, საერთაშორისო მომხმარებლები და შემსყიდველები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ღვინის მწარმოებლის, მისი ტიპის, ყურძნის ჯიშებისა და დეგუსტაციის დროს მინიჭებული ქულის შესახებ. ამასთანავე, ვებგვერდზე წარმოდგენილი ორგანოლეპტიკური მახასიათებლების აღწერა და კერძებთან შესაბამისობის რეკომენდაციები დაეხმარება სერვისის ობიექტებს (რესტორნებს, ბარებს) ღვინით გამასპინძლების ეტიკეტის დახვეწაში.

პორტალის შექმნის მიზანია, წარმოვადგინოთ ყველა ქართული ხარისხიანი ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელი ერთ პლატფორმაზე. პროექტის მიზანი და პრაქტიკული მნიშვნელობა:

  • ქართული ღვინის, ყურძნის ჯიშების და ტრადიციული ტექნოლოგიების პოპულარიზაცია;
  • ქართული ხარისხოვანი ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციის ხელშეწყობა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესაბამისი ადგილის დამკვიდრება - საფასო სეგმენტის მიხედვით;
  • მწარმოებელთა მოტივაცია;

პროექტში ჩართვა შუძლიათ, როგორც მცირე წარმადობის მარნებს, ასევე ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების საწარმოებს. პროქტში ჩართული არიან შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დეგუსტატორები, რომლებიც სასმელებს 100 ქულიანი სისტემით შეაფასებენ (ვაზისა და ღვინის OIV-ის შესაბამისი რეგულაციით). მნიშვნელოვანია: საიტზე განთავსდება მხოლოდ 80 - 100 ქულამდე შეფასებული ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლი.

სადეგუსტაციო კომისიის მიერ ზადის ან ნაკლის იდენტიფიცირების შემთხვევაში ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მწარმოებელს. სურვილის შემთხვევაში მწარმოებელი უსასყიდლოდ ისარგებლებს ქართული ღვინის გილდიის საკონსულტაციო სერვისებით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე