ბორჯომის ნახანძრალ ტყეში GIPA-ს მაგისტრანტებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა

საქართველო, თბილისი - 13:50 | 09.05.2019 ნანახია: 121

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო  ტური გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა  გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის პროგრამის მაგისტრანტებს ტყის აღდგენის პროექტი გააცნო.   პროექტის საფუძველზე, გასულ წელს 144 -ჰა  ფართობზე  უკვე განახორციელდა დარგვის სამუშაოები. მხოლოდ შემოდგომაზე 250 ათასამდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.  გაზაფხულზე  ტყის აღდგენის სამუშაოები ასევე, 144 ჰა ფართობზე გაგრძელდება და ჯამში  35 ათასამდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგვება.

დღესვე, სოფელ დაბის მიმდებარედ, სტუდენტებმა 50-მდე წიწვოვანი  სახეობის ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. დარგვის  სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე