აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:42 | 03.05.2019 ნანახია: 57

2019 წლის აპრილში  საქართველოში 647,770 საერთაშორისო  მოგზაურთა  ვიზიტი შედგა, ზრდა +4.6%. 

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  348,519 შეადგინა, რაც 14,018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +4.2%).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით აპრილში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +50.8%, იტალია +45.6%, ესპანეთი +43.8%, საფრანგეთი +43.7%, გერმანია +43.5%, ჩეხეთი +38.2% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +125.7%, ტაილანდი +97.5%, ყაზახეთი +89.1%, თურქმენეთი +52.1%, ჩინეთი +30.6%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +26.3% და სხვა.

2019 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით საქართველოში 2,265,318 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +2.9%.  

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  1,230,649 შეადგინა, რაც 56,608-ით მეტია 2018 წლის  ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +4.8%).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე