5 მაისს მთაწმინდის პარკში ჩაის ფესტივალი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:39 | 03.05.2019 ნანახია: 131

საქართველოს ყველაზე დიდ პარკთა შორის ერთ-ერთი, მთაწმინდის პარკი ყოველ გაზაფხულს ჩაის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში ხდება როგორც ქართული, ისე სხვა ქვეყნების ჩაის გაცნობა. ამასთან, ნაჩვენებია ჩაის მომზადების სხვადასხვა ტრადიცია და  მოსულ სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ჩაი. ფესტივალზე, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა უცხოელთა დიდი დაინტერესბით, წელს იუნუს ემრეს ინსტიტუტიც მიიღებს მონაწილეობას და გააცნობს სტუმრებს თურქულ ჩაის, რომელსაც თურქულ კულტურაში გამორჩეული ადგილი უკავია.  

სტენდზე წარმოდგენილი იქნება ინსტიტუტის შესახებ მასალებიც. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

მთაწმინდის პარკში ღონისძიება 5 მაისს, 10:00 საათზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გამოსვლით დაიწყება. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ფოლკლორული ცეკვებიც.

 

დეტალური ინფორმაციისთვის;

Tiflis Yunus Emre Enstitüsü

შარტავა 41/ საბურთალო

+995322980097

tiflis@yee.org.tr




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე