აჭარა ჯგუფის და ახალი მიტარბის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ზაფხულის ბოლოს იხსნება სასტუმრო Rooms Kokhta

საქართველო, თბილისი - 16:15 | 24.04.2019 ნანახია: 111

სასტუმრო “Rooms Kokhta”, რომელიც მდებარეობს კურორტ კოხტა მიტარბში, პირველ დამსვენებლებს 2019 წლის ზაფხულის ბოლოსკენ მიიღებს. პროექტი “აჭარა ჯგუფის” მიერ შექმნილი ქართული ბრენდის - “Rooms Hotels”-ის ქსელის ნაწილია.

მთის კურორტებზე დასვენების მოყვარულთათვის შექმნილი თანამედროვე არქიტექტურითა და დიზაინერული კონცეფციით გამორჩეული ენერგო-ეფექტური სასტუმრო “Rooms Kokhta” გააერთიანებს:

95 ნომერსა და 70 აპარტამენტს;

საკონფერენციო დარბაზს;

რესტორანს, „ლაუნჯ“ ბარსა და ტერასას 360 გრადუსიანი ხედით;

საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს და  დამსვენებელთა მოთხოვნაზე მორგებულ სხვა სერვისებს.

„ამ პროექტის განხორციელებით საქართველო მსოფლიოში წამყვანი სამთო სათხილამურო კურორტების სტანდარტებს უფრო მიუახლოვდება“ - განაცხადა „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე