Bloomberg-ი საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს იღებს

საქართველო, თბილისი - 13:05 | 24.04.2019 ნანახია: 65

ტელეკომპანია Bloomberg-ი საქართველოს შესახებ 3 წუთიან ვიდეორგოლს ამზადებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების გადამღები ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფა. Bloomberg-ის წარმომადგენლებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს და ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ რეპეტიცია გადაიღეს. Bloomberg-ის ფოკუსში მოხვდა ქართული კულინარიული კერძები, სპეციალურად მათთვის გაიმართა მასტერკლასები. კახეთში გადამღები ჯგუფის წევრები ღვინის მარნებს ესტუმრნენ.

ვიდეორგოლი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ მომზადდება და Bloomberg-ის არხზე ივნისში გავრცელდება.

ტელეკომპანია Bloomberg-ს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში  433 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

„2019 წლის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტელეკომპანია Bloomberg-ზე ქვეყნის რეკლამირება მიმდინარეობს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ Bloomberg-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან თემატიკაზე ამზადებს საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლს.  ის მოიცავს როგორც ტურისტულ პროდუქტებს, ასევე ფოლკლორს და კულინარიას. გადაღების შემდეგ ვიდეორგოლი გავრცელდება როგორც Bloomberg-ის ტელევიზიით, ასევე სოციალური ქსელებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული ცნობადობის ასამაღლებლად“, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე