საქართველოში 1.6 მლნ აბონენტი Samsung-ის ბრენდის ტელეფონს იყენებს

საქართველო, თბილისი - 13:07 | 09.08.2018 ნანახია: 522

საქართველოში მობილური აბონენტების 31%-ი უპირატესობას Samsung-ის ტელეფონებს ანიჭებს.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2017 წლის  მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში მობილური აბონენტების ყველაზე მეტი მომხმარებელი სამხრეთ კორეული ბრენდის ტელეფონებს ჰყავს, სულ საუბარია 1.6 მლნ აბონენტზე.

მომხმარებელთა 19%-ი კი უპირატესობას ფინური Nokia-ს ტელეფონებს ანიჭებს.

2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მობილური აბონენტების მხოლოდ 11%-ი ფლობს ამერიკული კომპანია Apple-ს ტელეფონებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე