ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:39 | 18.04.2019 ნანახია: 99

"ქრონიკის" ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა. ქობულიამ განაცხადა, რომ ეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია. 

„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ", - განაცხადა ქობულიამ.

"ქრონიკის" ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ქობულიას ამ თანამდებობაზე.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმინობდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე