გომისმთა - კურორტი ღრუბლებს მიღმა

საქართველო, თბილისი - 22:50 | 17.04.2019 ნანახია: 1125

გომის მთა დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი (და არამარტო) ტურისტებისთვის.

ბოლო წლების მონაცემებით, კურორტი გომის მთა უფრო და უფრო მეტ დაინტერესებას იწვევს უცხოელ ტურისტებში, მისი სილამაზით და უნიკალური ბუნებით, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ამკუთხის განვითარებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას.

გომისმთას ამჟამად არც ელექტროენერგია და არც მუდმივი წყალმომარაგება აქვს, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქვს მთავარი - პოტენციალი, რომ გახდეს არამხოლოდ საზაფხულო, არამედ ზამთრის კურორტიც.

ადგილობრივები წყალს მთის წყაროებიდან იღებენ. ეს არის მიზეზი გომის მთის კოტეჯებში, ხშირ შემთხვევაში, სველი წერტილების არ არსებობისა. გომის მთაზე, ისევე როგორც ბახმაროში, პოპულარულია ტიპური ხის სააგარაკო სახლები. რომლის ქირაობაც შესაძლებელია.

გომისმთა ცნობილია, როგორც ღრუბლებისა და ნისლების სამეფო, რაც გამოწვეული ტენიანი ჰავისგან. დამსვენებლები და მოგზაურები კურორტს ხშირად ამ მიზეზით სტუმრობენ, ადიან შემაღლებულ გორაზე საიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება.

გომის მთის ჰავას უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია. კურორტის სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი ბრონქიტი, მეზენტერიული ბრონქული და პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების ლიმფადენიტი, ქრონიკული ტუპრტკულოზური ანთებითი პროცესების დახურული ფორმები, რაქიტი, მეორადი ანემია, ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები.

გომისმთა მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე. რელიეფი მთაგორიანია, კლიმატი კი საშუალო მთის.

ზამთარი ცივია და უხვთოვლიანი, ზაფხული ზომიერად გრილი. ზამთრის საშუალო ტემპერატურაა -5°C, ხოლო ზაფხულში საშუალო ტემპერატურაა 13–18°C.

მანძილი დედაქალაქიდან 340 კმ-ია, რაიონულ ცენტრ ოზურგეთიდან 33 კმ.

გომისმთის გზა არ არის მოასფალტებული, თუმცა ნებისმიერი ტიპის მანქანითაა შესაძლებელი მისვლა.

ტრანსპორტი დედაქალაქიდან გადის ყოველ დღე ოზურგეთის მიმართულებით, როგორც ავტობუსი ისე მიკროავტობუსი და მატარებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე