ეშმაკის ზღვა იგივე ბერმუდის სამკუთხედი

საქართველო, თბილისი - 16:56 | 17.04.2019 ნანახია: 313

ბერმუდის სამკუთხედი, მდებარეობს აშშ-ის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ატლატის ოკეანის რაიონში. სამკუთხედი წარმოადგენს  დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და საიდუმლოებით მოცულ რაიონს.  ამ ადგილის წყლები იყო ყოველთვის ამოუხსნელი ამოცანა. უგზო-უკვლოდ უჩინარდება გემები, თვითმფრინავები და წყალქვეშა ნავები.

სამკუთხედი ცნობილი გახდა 1840 წელიდან, როცა იქვე ახლოს იპოვეს ფრანგული აფრიანი გემი „როზალინი“, იქ ყველა აფრა ადგილზე იყო მაგრამ არ იყო ეკიპაჟის არც ერთი წევრი.

ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების“ შესახებ პირველად Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა ახსენა, 1950 წელს მან ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა“ უწოდა.

ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ყველაზე ცნობილ შემთხვევას წარმოადგენს „ევენჯერის“ ტიპის ხუთი ბომბდაშენ-ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. ამ თვითმფრინავების აფრენა მოხდა 1945 წლის 5 დეკემბერს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზიდან ფორტ-ლოდერდეილში (ფლორიდა). ისინი უკან არ დაბრუნებულან. მათი ნამსხვრევები ჯერაც არ არის ნაპოვნი. ბერლიცის თანახმად, 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა  ფრენის დროს დღისით  მშვიდი ამინდისა და ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას პილოტები თითქოს-და საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ — „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის“, „ჩვენ თეთრ წყლებში ვეშვებით“.

კაცობრიობა საუკუნეების მაძილზე ეძებს პასუხს ამ უცნაური და ამოუცნობი სამკუთხედის შესახე, მაგრამ დეტალები დღემდე ამოუხსნელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე