პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ | ფოტო

საქართველო, თბილისი - 22:36 | 16.04.2019 ნანახია: 344

ხანძარი პარიზის ღვთისმობლის ტაძარში, რომელსაც 400-ზე მეტი მეხანძრე რამდენი საათის განმავლობაში ებრძოდა, ამ დროისთვის სრულად ლოკალიზებულია.

ძლიერი ხანძრის შედეგად, ტაძარი ნაწილობრივ დაიწვა, სრულად ჩამოიშალა ქონგურა, თუმცა მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის შენარჩუნება შეძლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი აღდგენა სავსებით შესაძლებელია.

როგორც ცნობილია, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საუკუნეების მანძილზე შეგროვილი ფასდაუდებელი ნივთები, ხელოვნების ნიმუშებისა და სიწმინდეების საცავია.

პარიზის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა, საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი. ასევე ხელოვნების ძირითადი ნიმუშები, რომლებიც პარიზის მერიაში გადაიტანეს. მალე მათ ლუვრში გაგზავნიან.

პარიზის არქიეპისკოპოსის თქმით, ფერადი ვიტრაჟული სარკმელები, რომლებსაც სხვაგვარად ვარდულ სარკმელებს უწოდებენ, უსაფრთხოდაა. აღნიშნული სარკმელები მე-13 საუკუნით თარიღდება. სარკმელი ტაძრის ძირითად ფასადზეა განთავსებული - შუაში უზარმაზარი მრგვალი სარკმელი, მარჯვნივ და მარცხნივ შედარებით მცირე ზომის ორი სარკმელი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აღმართულია კუნძულ „სიტეზე“, რომელსაც  პარიზის შუაგულში ქმნის მდინარე „სენის“ ორი ტოტი. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს და გაგრძელდა 1208 წლამდე, ცალკეულინაწილების მშენებლობა კი XIII საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა.

ვრცელდება კადრები თუ რა ვითარებაა ტაძარში ხანძრის შემდეგ:

Inspectors are seen on the roof of Notre-Dame Cathedral

Notre-Dame Cathedral

The Notre-Dame roof after the blaze

Flames and smoke are seen as the interior burns

Composite image of Notre-Dame cathedral before and after the fire

ფოტო: AFP, EPA, Reuters




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე