საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 12:15 | 16.04.2019 ნანახია: 902

საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნა იგეგმება, სადაც სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის ძირითად პროფესიებს ასწავლიან. შესაბამის მემორანდუმს ხელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და შპს “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას” დირექტორი მაია წერეთელი მოაწერენ. ღონისძიება 16 აპრილს, 15.00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება 2015-2025 წლების ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობით.

კოლეჯში სასწავლო კურსები ქართულ და ინგლისურ ენებზე გაიმართება. აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიცირებული კურსებისა და ევროპის წამყვანი ტურიზმის სკოლების კურსების მიხედვით შემუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამა.

GNTA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით კოლეჯისთვის ვებ-გვერდი შეიქმნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე