"აიდიეს ბორჯომი" კიდევ ერთ მინერალურ წყალს ჩამოასხამს

საქართველო, თბილისი - 12:04 | 16.04.2019 ნანახია: 848

სოფელ ზანავის მიმდებარე ტერიტორიაზე „ზანავის“ მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია (ჭაბურღილები №39, №143 და №144) აუქციონის წესით გაიყიდა. აუქციონზე ლიცენზია 1 000 000 ლარად იყო გამოტანილი, გასაყიდმა ფასმა კი 1 100 000 ლარი შეადგინა. 15 აპრილს გამართული აუქციონის გამარჯვებული შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ გახდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სალიცენზიო პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით განახორციელოს მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია და ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 50 მოქალაქის დასაქმება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე