წითელი ღვინო კიბოს და სხვა დაავადებების რისკებს ამცირებს

საქართველო, თბილისი - 19:52 | 12.04.2019 ნანახია: 1123

ღვინო, განსაკუთრებით კი წითელი, ყოველთვის ინტენსიური შესწავლის საგანი იყო. სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მკვლევრების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ წითელი ღვინის ზომიერი მოხმარება ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას, ამცირებს კიბოს უჯრედების განვითარების, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფსიქიკური დაავადებების რისკებს.

საუკუნის წინ, როდესაც მედიცინა განვითარების დღევანდელ მდგომარეობას ვერც კი შეედრებოდა, წითელ ღვინოს აქტიურად გამოიყენებდნენ.

შუა საუკუნეებში მონასტრებში მცხოვრები ბერების სიცოცხლის ხანგრძლივობას მიაწერდნენ წითელი ღვინის რეგულარულ და ზომიერ მოხმარებას.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობისთვის სარგებლის მოტანისათვის მხოლოდ ღვინის ზომიერი მიღებაა რეკომენდებული.

ქვემოთ განხილულია რამდენიმე მიზეზი წითელი ღვინის სარგებლიანობის შესახებ:

  • წითელი ღვინო მაღალი ხარისხის ყურძნისგან მზადდება და მას შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა სახის სიკეთის მოტანა.
  • წითელი ღვინო ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს უჯრედების განვითარების რისკებს.
  • განსაკუთრებულად საინტერესოა პოლიფენოლი რესვერატროლის აღმოჩენა წითელ ღვნოში, რადგან კვლევები ადასტურებენ ამ ნივთიერების სარგებელს გულისა და დაბერების წინააღმდეგ.
  • ყურძნის მარცვალი და კენკრა რესვერატროლის წყაროა, შესაბამისად, მათი მიღება ღვინოზე ბევრად სასარგებლოა.
  • ღვინო ალკოჰოლურ სასმელთა შორის ყველაზე ნაკლებად საფრთხისშემცველია, რა თქმა უნდა, ღვინის ზომიერი მიღება იგულისხმება.
  • ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ქალებისთვის რეკომენდებულია დღეში ერთი ჭიქის მიღება, ხოლო კაცებისთვის ორი ჭიქისა.

წითელი ღვინის ჯანმრთელობისთვის სარგებლიანობა უმეტესწილად პოლიფენოლი რესვერატროლის შემცველობას ეფუძნება.

რესვერატროლი არის მცენარეული კომპონენტი, რომელიც მიიღება იაპონური მატიტელას ფესვისგან, ყურძნისგან, კენკროვანი ხილისა და თხილეულისგან. მას აქვს ანტიოქსიდანტების მსგავსი მოქმედება და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების გაჩენისგან.

რა არის რესვერატროლი?

ესაა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბიოფლავანოიდი, რომელიც მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და ფიტოესტროგენი. მას შეუძლია ესტროგენის რეცეპტორებზე დადებითად მოქმედება, ხოლო თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმიდან გამოდევნის. ითვლება, რომ მცენარეებს, რომლებიც შეიცავენ რესვერატროლს, აქვთ უნარი თავი დაიცვან მავნე გარემო პირობებისაგან - რადიაცია, მწერებისა და მტაცებლების მოქმედება, ფუნგალური ინფექციები და პარაზიტები. დღესდღეობით, რესვერატროლი მიჩნეულია ყველაზე ძლიერ პროტექტორად, რომელიც იცავს ორგანიზმს დაბერებისგან და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.

რისთვის გამოიყენება რესვერატროლი?

გულ-სისხლძარღვთა სისტემა - რესვერატროლს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ დადებითად მოქმედებს ათეროსკლეროზზე, ქოლესტერინის მაღალ დონეზე და სისხლის ცირკულაციაზე.

წონის მენეჯმენტი და დიაბეტი - რამოდენიმე კვლევის თანახმად, რესვერატროლი არეგულირებს ინსულინის გამოყოფას და სისხლში შაქრის დონეს, რის გამოც შეუძლია ორგანიზმს თავიდან ააცილოს დიაბეტის და გასუქების რისკი.

კოგნიტური ფუნქციები - რესვერატროლი არის ერთ-ერთი უნიკალური ანტიოქსიდანტი, რომელსაც შეუძლია ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა და თავის ტვინის დაცვა მავნე ზემოქმედებისგან. გარდა ამისა, ის აუმჯობესებს ნერვულ სისტემაში სისხლის მიმოქცევას. ზოგიერთი ექიმის აზრით კი რესვერატროლს აქვს ალცჰაიმერის, დემენციის და სხვა მენტალური დაავადებების პრევენციის უნარი.

დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება - როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, რესვერატროლს აქვს უნრი გააქტიუროს ისეთი გენები, რომლებსაც შეუძლიათ შეანელონ დაბერების პროცესი. მოქმედების ასეთი მექანიზმით კი ხშირად ქრონიკულ დაავადებებსაც აშორებს ორგანიზმს თავიდან.

სახსრების ტკივილი - ართრიტის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის ხრტილოვანი ქსოვილის განლევა. შედეგად კი, სახსრების მოძრაობა უფრო მეტად რთული და მტკივნეული ხდება. რესვერტროლი ხელს უშლის ამ პროცესის განვითარებას და იცავს ხრტილებს დაზიანებისგან.

ამ თვისებების გამო რესვერატროლი არის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტი, რომლის ყოველდღიურ რაციონში გამოყენებაც სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის.

წითელი თუ თეთრი ღვინო?

პასუხი მარტივია, რა თქმა უნდა წითელი ღვინო, რადგან სწორედ წითელყურძნიანი ჯიშის ყურძენი შეიცავს დიდი ოდენობის რესვერატროლს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ღვინო, მხოლოდ ზომიერი მიღების შემთხვევაში შეიძლება იყოს სასარგებლო. ღვინის არაზომიერი და პერმანენტული მიღება წარმოშობს სხვადასხვა დაავადების რისკებს, მაგალითად:

  • მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები;
  • დეპრესია;
  • არითმია;
  • ჰეპატიტები;
  • ღვიძლის დაავადებები;
  • კიბო

გარდა ამისა, ღვინის ჭარბმა მოხმარება შესაძლოა სხვადასხვა ქრონიკური დაავადებები გამოიწვიოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე