ყავა თითქმის არ შეიცავს კალორიებს და კვების რაციონში წვლილი არ შეაქვს - შვეიცარიის მთავრობა

საქართველო, თბილისი - 11:38 | 12.04.2019 ნანახია: 213

შვეიცარიის მთავრობის განცხადებით ყავა სიცოცხლისთვის საჭირო პოდუქტი არ არის და ის  მარაგების სრულად ჩამოწერის საკითხს ნოემბერში გადაწყვეტს.

„ყავა თითქმის არ შეიცავს კალორიებს და შესაბამისად კვების რაციონში წვლილი არ შეაქვს“, - განაცხადა შვეიცარიის ფედერალური ეკონომიკური მარაგების მთავარმა ოფიცერმა.

შვეიცარიის მთავრობამ ყავის მარცვლების დაგროვება პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დაიწყო. მაშინ მთავრობა მიიჩნევდა, რომ ყავის სიცოცხლისთვის საჭირო იყო. სწორედ ამიტომ, შესაძლო დეფიციტის თავიდან არიდების მიზნით, ყავის მარცვლების დაგროვება დაიწყო. შვეიცარია დღემდე 15,300 ტონა ყავის ნედლი მარცვლის მარაგებს ფლობს, რომელიც ქვეყანას სულ მცირე 3 თვე ეყოფა.

შვეიცარიაში, მთავრობის ამ ინიციატივას ენთუზიაზმით არ შეხვედრია ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება. მიიჩნევა, რომ შვეიცარია ყავის ერთ-ერთი ყველაზე მოყვარული ქვეყანაა. ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკურ მონაცებებზე დაყრდნობით, ერთი შვეიცარიელი ადამიანი წლის განმავლობაში 9 კილოგრამ ყავას მოიხმარს. მაგალითად დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად ერთი ადამიანი 3,3 კგ ყავას მოიხმარს. ეს მონაცემი შვეიცარიის მაგალითზე დაახლოებით სამჯერ ნაკლებია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე