ტოკიოს მეტროში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:32 | 06.04.2019 ნანახია: 111

ტოკიოს მეტროსადგურში „Tennozu Isle“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. აღნიშნული სადგური წარმოადგენს საგამოფენო ცენტრთან „Terrada Warehouse“ მისასვლელს, სადაც გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“  10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.

სადგური მდებარეობს კუნძულზე და ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა კუნძულს, რაც ზრდის მგზავრთა ნაკადს აღნიშნულ სადგურში, სადაც დღეში საშუალოდ 50 ათასი ადამიანი გადაადგილდება.

სადგურში განთავსებულია საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და  საინფორმაციო ბროშურები „საქართველო ღვინის სამშობლო“, სადაც გადმოცემულია მოკლე ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის  ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია  „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან  პარტნიორობით. საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე