Wizz Air-ი ქუთაისიდან 6 ახალ მიმართულებას ამატებს

საქართველო, თბილისი - 15:47 | 01.02.2019 ნანახია: 168

Wizz Air-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებებს ამატებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, 1-ელი აგვისტოდან ავიაკომპანია ქუთაისიდან 6 ახალი მიმართულებით იწყებს ოპერირებას. 

ეს მიმართულებებია: ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი, ბარი.

დღეისათვის Wizz Air-ი ქუთაისიდან 21 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ, რეგულარულ რეისებს.

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ავიაბაზრის ისტორიაში, ბაზრის ლიდერი Wizz Air-ი გახდა. 2018 წლის მაჩვენებლებით, საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე მეტ, 587 179 მგზავრს სწორედ, რომ Wizz Air-ი მოემსახურა და ამ მაჩვენებლებით ბაზრის 12%-ის მფლობელი გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე