,,ქართული მზის" ღვინოები ბრაილის შრიფტით შექმნილი თეგით გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 16:56 | 09.01.2019 ნანახია: 71

კომპანია "ვაზისუბნის მამულის" ბრენდის "Georgian Sun"-ის ღვინოები ბრაილის შრიფტით შექმნილი თეგით გაიყიდება.

ქართული მზე/Georgian Sun საქართველოს ულამაზეს და მეღვინეობით განთქმულ კუთხეში - კახეთში, ვაზისუბნის განაპირას, მზის გულზე დაიბადა. ეს ბრენდი ქართული ღვინის ახალი გემოვნური გამების შექმნის იდეით საზრდოობს.  მისი შემქნელების მიზანია მსოფლიოს გააცნონ ქართული მზის ქვეშ დაბადებული კეთილშობილი სითხის ახალი უნიკალური პოტენციალი.

მზის ფენომენი ოდითგანვე ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. მისი აღმნიშვნელი სიმბოლო უძველეს ქართულ ასომთავრულ დამწერლობაში, შვიდიდან ერთ-ერთი იდეოგრამის სახით გვხვდება. სწორედ ქართული მზით არის შთაგონებული კომპანია “ვაზისუბნის მამულის” ბრენდი “Georgian Sun”.
„ქართული მზე“ წარმოდგენილია შემდეგი სახეობის ღვინოებით:

“საფერავი ალექსანდროული” - წითელი მშრალი

“საფერავი” - წითელი მშრალი

“მუკუზანი” - წითელი მშრალი

“რქაწითელი მწვანე” - თეთრი მშრალი

„მწვანე“ - ნახევრადმშრალი ქარვისფერი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე