აჭარა უფრო მეტია ვიდრე ზღვა - National Geographic Traveler

საქართველო, თბილისი - 22:47 | 18.12.2018 ნანახია: 246

National Geographic Traveler ბათუმის შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს. „ფიქრები საქართველოზე“ ასე ჰქვია სტატიას, სადაც საუბარია აჭარაზე, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილზე.

“წარმოიდგინეთ ლურჯ ზღვასთან, თეთრი იალქნების ფონზე სიმწვანეში ჩაფლული სახლები, ამას დაუმატეთ ლას ვეგასი, თანამედროვე სასტუმროებით, კაზინოებით, კაფეებითა და გადატვირთული პრომინადით...... და ბოლოს გადაინაცვლეთ უძველეს, ისტორიულ ადგილებში. აჭარას გააჩნია ეს ყოველივე და უფრო მეტიც“ - ამ სიტყვებით იწყება სტატია, რომელიც პოლონური გამოცემაში გამოქვეყნდა. მასალაში აჭარა წლის ოთხივე სეზონზეა განხილული თავისი საზღვაო კურორტით, ვენახებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ტურისტული ინფრასტრუქტურით.

National Geographic Traveler-მა 2018 წლის განმავლობაში აჭარას ჯამში სამი საინტერესო სტატია მიუძღვნა. რეგიონის ტურისტული პოტენციალი წელს ასევე,  წარმოდგენილი იყო გამოცემის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა საერთაშორისო ტურისტული კომპანიების, ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე