გუდაურში სათხილამურო სეზონი 15 დეკემბერს იხსნება

საქართველო, თბილისი - 11:37 | 13.12.2018 ნანახია: 114

გუდაურში სათხილამურო სეზონი 15 დეკემბერს იხსნება. გუდაურში სათხილამურო სეზონისთვის მზადება დასრულდა. განახლდა და მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა. ზამთრის სეზონს გუდაური 6 ახალი და 1 რეაბილიტირებული საბაგიროთი ხვდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალ გუდაურთან დამაკავშირებელ გზასაც.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, სეზონის გახსნის წინ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მხარის გუბერნატორი იმ სახელმწიფო და კერძო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთა პასუხისმგებლობაც ჩამოსული დამსვენებლებისთვის კომფორტული და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფაა. ისაუბრეს არსებულ საჭიროებებზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის შეფასებით კურორტი ახალ სეზონს სათანადოდ მომზადებული ხვდება: „ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად იყო და არის ჩართული, რათა ახალი სათხილამურო სეზონი გუდაურში წარმატებით გაიხსნას. წინა წლებთან შედარებით გაზრდილ ტურისტულ ნაკადს ველოდებით. ვფიქრობ, გუდაური ჩამოსულ დამსვენებლებს ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს“ - განაცხადა მხარის გუბერნატორმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე