„ტრანზიტი“ - სიურელისტურ განწყობა

საქართველო, თბილისი - 22:08 | 25.02.2018 ნანახია: 262

კარგი შთაბეჭდილება დატოვა გერმანელი რეჟისორის, კრისტიან პეცოლდის „ტრანზიტმა“, რომელიც კინომანებს ატმოსფეროთი მაინც გაახსენებს ლეგენდარულ ფილმს „კასაბლანკა“. რაც ყველაზე უცნაურია, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბები დღევანდელ მარსელშია გადმოტანილი, სადაც ჰიტლერის რეჟიმს გამოქცეული გერმანელები მექსიკისა და ამერიკის ვიზის მისაღებად უზარმაზარ რიგებში დგანან. 

სიურელისტურ განწყობას ქმნის კონტრასტი თანამედროვე გარემოსა და მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სასტუმროებს შორის - ქუჩებში თანამედროვე ავტომობილები დაქრიან, პოლიციელებსაც თანამედროვე ფორმები აცვიათ, სასტუმროებსა და შენობებში კი 40-50-იანი წლების შესატყვისი ატმოსფერო და ავეჯია. დროდადრო მარსელში გამოქცეული გერმანელი ლტოლვილების ნაცვლად

სასტუმროებში თანამედროვე სირიელ ლტოლვილებს ვხედავთ და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ისინი ერთმანეთს დროში ადგილებს უცვლიან. ამ გაუცხოების  წყალობით (რომელიც საბოლოოდ მაინც ხელოვნურია) ფილმში ერთგვარი კაფკიანური, თეატრალური ატმოსფერო იქმნება, რაც მაყურებელზე გარკვეულ შთაბეჭდილებას მაინც ახდენს. მოკლედ, კრისტიან პეცოლდმა პოლიტიკური ტრილერისა და გვიანი ბუნუელის შემოქმედების ნაზავი-ფილმი გადაიღო.

25 თებერვლამდე „მარლენ დიტრიხ პლაცზე" თავს მოიყრიან მსოფლიოს გამორჩეული რეჟისორები, მსახიობები თუ პროდიუსერები, რომლებიც განსაზღვრავენ კიდეც საფესტივალო ცხოვრების რიტმს. ბერლინალეს პროგრამაში (ოფიციალური კონკურსი, „პანორამა" და „ფორუმი") რამდენიმე ასეულ ფილმს უჩვენებენ, რომელთაც დაახლოებით ოთხი ათასამდე აკრედიტებული ჟურნალისტი და კრიტიკოსი გააშუქებს.

წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა თანამედროვე გერმანული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა, რეჟისორი ტომ ტიკვერი, რომელმაც თავის დროზე მკაფიო და პრეტენზიული არტჰაუზით დაიწყო („გაიქეცი ლოლა, გაიქეცი", „პარფიუმერი")  და შემდეგ არამეტყველ მეინსტრიმზე გადაინაცვლა. ამჟამად კი სერიალითაა დაკავებული. ფესტივალის დირექტორი, ბატონი დიტერ კოსლიკი აღნიშნავს, რომ მისთვის საამაყო და სასიხარულოა ტომ ტიკვერის საფესტივალო ცხოვრებაში ასეთი აქტიური მონაწილეობა.

დე ფრანსი, რეჟისორი ჩემა პრადო, კინოკრიტიკოსი სტეფანი ზაჩარეკი და ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი რიჩი საკამოტო.

პირველად ბერლინალეს ისტორიაში ფესტივალი ანიმაციური ფილმით - „ძაღლების კუნძული" გაიხსნება. რეჟისორი უეს ანდერსონი უცხო კაცი ნამდვილად არ არის  ბერლინში: უკვე სამჯერ მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში, ხოლო 2014 წელს სწორედ მისი ირონიული და უფრო  მეტად ელეგანტური ფილმით, „ოტელი „გრანდ ბუდაპეშტი" გაიხნა ბერლინის კონოფესტივალი. ასე რომ, ამერიკელ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს უკვე მეორედ ერგო ბერლინალეს გახსნის პატივი.

„ძაღლების კუნძული" ერთგვარი იგავია, რომელიც იაპონიის ერთ-ერთი ქალაქის ძაღლების სევდიან ამბავზე მოგვითხრობს - მათ შორეულ ნაგვის კუნძულზე აგზავნიან. თუმცა მათ დასახმარებლად ამავე კუნძულზე 12 წლის ბიჭუნა ჩამოფრინდება, რომელიც თან საკუთარ ძაღლს ეძებს. მოკლედ, ბერლინალე ჰუმანისტურ-ეკოლოგიური გზავნილით იწყება.

თამარ გვაზავა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე