ოქტომბერში მესტიის აეროპორტი 832 მგზავრს მოემსახურა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 14.11.2018 ნანახია: 24

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ოქტომბერში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 832 მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99% მეტია (2017 წელი - 419 მგზავრი). აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა საერთაშორისო ვიზიტორები იყვნენ.

ჯამში, ოქტომბერში ადგილობრივი აეროპორტები 991 მგზავრს მოემსახურა, რაც 91% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი - 518 მგზავრი).

ნოემბრის თვის განრიგით, მესტიის მიმართულებით რეისები ნატახტარიდან და პირიქით, კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, სამშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი მესტიის მიმართულებით და პირიქით ფრენები ნოემბერში კვირაში ორჯერ: სამშაბათსა და პარასკევს სრულდება. ნატახტარი-მესტიის ერთი გზის ღირებულება ზრდასრულებისთვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის -63 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.

რაც შეეხება ქუთაისი-მესტიის მიმართულებით ბილეთის ფასს, ზრდასრულებისთვის ის 50 ლარია, 3-დან 12 წლამდე მოზარდებისთვის 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე