ქართული კომპანიების წარმატება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე

საქართველო, თბილისი - 13:07 | 14.11.2018 ნანახია: 36

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 5-10 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (China International Import Expo – CIIE) გაიმართა, სადაც საქართველოს განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით,  მონაწილეობა მიიღო 52-მა კომპანიამ, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა, რომლებმაც თავიანთ საექსპორტო პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნეს და მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან. 

გამოფენა იყო ძალიან მასშტაბური და წარმატებული ქართული კომპანიებისთვის, რადგან დღეის მდგომარეობით უკვე გაფორმებულია 20 მლნ დოლარის ხელშეკრულებები.

მაგალითისთვის:

კომპანიის „გეფერინი“ პროდუქციაზე (ჩანთები, სადულეები, ფეხსაცმელი და.ა.შ.) ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. აღსანიშნავია, რომ 2 მნიშვნელოვან ონლაინ საიტზე დაიდება მათი პროდუქცია, მათ შორის KAOLA.COM (მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციისთვის) ,რომელიც ძალიან კარგი პლატფორმაა ზემოაღნიშნული პროდუქციის გასაყიდად. 10 ქსელური მაღაზია დაინტერესდა გეფერინის პროდუქციით თავიანთ სავაჭრო ქსელში განთავსებით, ამასთანავე,  მაღაზიის გახსნაზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მოლაპარაკების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში მაღაზია გაიხსნება შონგშენის პროვინციაში. უკვე მოაწერეს ხელი 10 000 ცალი სხვადასხვა ტიპის საქონლის გაყიდვის ხელშეკრულებას.

კომპანიის „ელსელემა“ წარმომადგენლები გამოფენაზე შეხვდნენ  დანიურ კომპანიას, რომელიც აუთსორსზე გაიტანს გარკვეული საქონლის შეკერვას და ელსელემა დაუმზადებს პროდუქციას. ადგილობრივმა კომპანიამ შეთავზა მაღაზიის გახსნა ჩინეთში. აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ქართული ლუდის კომპანიამ რამდენიმე მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე კომპანიებთან, რომლის თანახმადაც კომპანიები 2019 წელს შეისყიდიან რამდენიმე მილიონ ბოთლ ლუდს.

კომპანიამ „კახური ტრადიციული მარანი“ (KTW) ბიზნესკავშირები დაამყარა იაპონურ კომპანიასთან, რომლის თანახმადაც დიდი რაოდენობით ქართული ღვინის ექსპორტი იაპონიაში განხორციელდება.

კომპანიამ „ბარამბო“ ერთ-ერთ ჩინურ უმსხვილეს კომპანიასთან, რომელიც ადგილზე 118 სავაჭრო წერტილის მფლობელია, ხელი მოაწერა მილიონი დოლარის ღირებულების მემორანდუმს, რაც იმას ნიშნავს რომ მომავალი წლიდან ჩინეთში  ერთ-ერთი პროვინცია, ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში მომხმარებელს მიაწვდის ბარამბოს ტკბილეულს. აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, ასევე - მეორე სერიოზულ რითეილ-კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია „ბარამბო“-ს პროდუქციით.

ამასთანავე, ქართული სერვისების კუთხით იყო ძალიან დიდი ინტერესი. მაგალითისთვის - კომპანიის „ტაბლა“ სერვისით დაინტერესდა და მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ დიდ რესტორნების ქსელთათ „Harvest Festiva” რომელსაც მხოლოდ შანხაიში 100 რესტორანი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის საბოლოო შედეგები და ციფრები, რადგან ბევრი კომპანია ახლაც აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე