ღვინის მწარმოებელი კომპანიების აქტივობა მედიაში - აიფიემ კვლევები

საქართველო, თბილისი - 17:16 | 02.11.2018 ნანახია: 163

მედიაში გაშქებული ნიუსების სიხშირის თვალსაზრისით, 2018 წლის შემოდგომის, ლიდერი ღვინის მწარმოებელი კომპანია გახლავთ „მეღვინეობა ხარება“, - ნათქვამია "აიფიემ კვლევების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

"ხუთივე წარმოდგენილი კომპანიის სენტიმენტალური პროფილი პოზიტიურია. ნეგატიური ინფორმაცია, მედიაში ყველაზე აქტიური ხუთეულის ფარგლებში, არ
გვხვდება. პოზიტიური ინფორმაციის გაშუქების მაჩვენებლით, კომპანია „გიუაანი“ ლიდერობს. კომპანიის შესახებ გაშუქებული ინფორმაციის 84%, პოზიტიურია. 

კომპანია „გიუაანის“ პოზიტიური პროფილი განაპირობა რამდენიმე ინფორმაციამ, რომელიც ქართული მედიის მიერ, აქტიურად გაშუქდა.
ბრიტანელი პროფესიონალები იმერეთში, ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეცნობიან, რომელთა შორის, „გიუაანიც“ გახლავთ. ასევე ეცნობიან ქართულ პროდუქციას აშშ-ს იმპორტიორები.  იაპონიაში კი ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები გაიმართა, სადაც თავისი პროდუქცია, კომპანია „გიუაანმაც“ წარადგინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე