საქართველოში მარილის საწარმო აშენდება

საქართველო, თბილისი - 14:04 | 02.11.2018 ნანახია: 29

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „გლობალ ენტერპრაიზისს“ რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.

ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღჭურვილი იქნება მარილის დამუშავების თანამედროვე იოდირებისა და შეფუთვის დანადგარებით. ქარხანა წელიწადში მინიმუმ 2500 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს, რითიც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზეც განხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე