ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი - მამუკა ხაზარაძე

საქართველო, თბილისი - 18:50 | 07.08.2018 ნანახია: 357

„ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი“ - განაცხადა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალ „ანაკლიასთან“ ინტერვიუში. ბიზნესმენი დადებითად აფასებს ბაზარზე ღვინის მარნების გააქტიურებას, მაგრამ აუცილებელია, ამის პარალელურად ქვეყანაში აღდგეს ღვინის ხარისხი.

„ღვინის ხარისხი უნდა აღვადგინოთ. კარგია, რომ უამრავი მარანი გააქტიურდა. მაგრამ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ვთქვათ: ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი. და შორს ვართ მისი სწორად პოზიციონირებისგანაც. არ შეიძლება, ქართული ღვინო 2 დოლარი ღირდეს. თუ არ მეშლება, შარშან, დაახლოებით 70 მლნ ბოთლი გაიყიდა და ეს დაახლოებით 120 მლნ დოლარია. არ შეიძლება, იყო ღვინის 8000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანა, როგორიც მეორე არ არის მსოფლიოში და ღვინოს ბორჯომის ფასად ყიდდე. ძვირად გაყიდული ღვინო მატერიალურად ქართველი გლეხის ფეხზე დაყენებაა. თითქოს არაფერი, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია – როგორც კი ხარისხის და უნიკალურობის მიმართულებას აიღებ, როცა აქ მაღალი კლასის ღვინის მოყვარულებს ჩამოიყვან და ამ ინფრასტრუქტურაში ჩადებ ინვესტიციას, საქართველო გახდება უნიკალური ქვეყანა, სადაც შეგეძლება ისეთი ღვინო დააგემოვნო, რომელსაც მსოფლიოში სხვაგან ვერსად ნახავ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე