საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა

საქართველო, თბილისი - 22:32 | 31.10.2018 ნანახია: 25

საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან მერსი ტემბონსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბიზნესის კეთების სიმარტივის  კუთხით საქართველომ  მე-9 პოზიციიდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. 

„მინდა ყველას მივულოცო საქართველოს წარმატება  და მოგაწოდოთ სასიხარულო ინფორმაცია, რომ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველო დაწინაურდა და მე-9 პოზიციიდან მე-6 ადგილზე გადმოინაცვლა”, - განმარტა მამუკა ბახრაძემ.

პრემიერის თქმით, აღნიშნული რეიტინგი  ადასტურებს იმას, რომ რეფორმები, რომლებსაც მთავრობა ეკონომიკური მიმართულებით  ახორციელებს, წარმატებულად ემსახურება  ქვეყნის ეკონომიკურ  განვითარებას.

„საქართველო უკვე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ქვეყანა ბიზნესის  კეთების თვალსაზრისით და ამ მხრივ არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე