3 ნოემბერს თელავში ჭაჭის ფესტივალი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:41 | 30.10.2018 ნანახია: 33

2018 წლის 3 ნოემბერს, Check in Georgia-ს ფარგლებში, ქალაქ თელავში დაფუძნდება და პირველად გაიმართება ყოველწლიური „ჭაჭის ფესტივალი“.

"ჭაჭის ფესტივალი" მოიცავს მცირე თეატრალიზებულ წარმოდგენებს, რომლებიც გააცოცხლებენ კახეთის რეგიონის ეთნოგრაფიას, ტრადიციას და რიტუალებს და თვალსაჩინოს გახდის გლეხების მიერ ყურძნის ჭაჭის გამოხდის პროცესს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები. დასაწყისი: 12:00; მისამართი: თელავი, ერეკლეს მოედანი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე