საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 28.10.2018 ნანახია: 49

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირი გზით აირჩევენ. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი  კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევა ძალაში. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დარეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არიან - დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველო“, გრიგოლ ვაშაძე, ოპოზიციური გაერთიანება - „ძალა ერთობაშია“, სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი თუმცა, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, დავით უსუფაშვილი - „შენების მოძრაობა“, ზურაბ ჯაფარიძე - პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“, შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია, კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

ბიულეტენები დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე