7 ნაკლებადცნობილი ღვინის რეგიონი

საქართველო, თბილისი - 16:20 | 25.10.2018 ნანახია: 687

ღვინის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ყურძენი, განიცდის მასშტაბურ გავლენას, იმ გეოგრაფიული არეალის, კლიმატისა და ნიადაგის შემცველობის, სადაც ის იზრდება. მაგალითად, საფრანგეთში მოწეული შარდონე სრულიად განსხვავდება კალიფორნიაში მოწეული შარდონესგან, ორივეს დამახასიათებელი გეოგრაფიული ნიშან-თვისებები აქვს.

ღვინის ინდუსტრიაში, კალიფორნიის (აშშ-ი), საფრანგეთისა და იტალიის დომინირების მიუხედავად, ღვინის მოყვარულები სულ უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან ღვინის იმ რეგიონებით, რომლებიც არ სარგებლობენ დიდი პოპულარობით. თუმცა, დიდი ისტორია და პოტენციალი გააჩნიათ. სწორედ ამიტომ, მოგიყვებით ღვინის იმ რეგიონის შესახებ, რომლებიც იმსახურებენ თქვენს ყურადღებას:

  1. ნიაგარას ღვინოები

კანადაში, ონტარიოს რეგიონში, ონტარიოს ტბის პირას არსებული მიწები ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ყურძნის საწარმოო ფართობია კანადაში. მეზობელი აშშ-ის ფონზე, რომელიც ღვინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, შესაძლოა კანადაში არსებული კლიმატური პირობები ერთი შეხედვით არ იყოს ღვინის წარმოებისთვის ხელსაყრელი, თუმცა ტბის ღრმა წყლები უზრუნველყოფენ ზაფხულის სითბოს გვიან შემოდგომამდე შენარჩუნებას.

ამ ტერიტორიაზე მზიანი ამინდები და ქვიშა-თიხიანი ნიადაგის არსებობს ხელს უწყობს ისეთი მრავალფეროვანი ყურძნის ჯიშების გაშენებას, როგორებიცაა რისლინგი, შარდონე, პინო და სხვა.

კანადური მეღვინეობა ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, თუმცა მათი დაუღალავი შრომისა და მეღვინეობის განვითარების მიმართ ინტერესის გათვალისწინებით, კანადელები მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეებს შესთავაზებენ მსოფლიოს.

Image result for niagara vineyards

  1. ტეხასური ღვინოები

დღესდღეობით, ტეხასი მეტწილად ხბოს სტეიკისა და ბარბექიუს ასოციაციას იწვევს ჩვენში, მაგრამ საგულისხმოა ის, რომ ამ რეგიონში ღვინის ინდუსტრიის ბუმია. ტრადიციულად თბილი კლიმატი და კირქვიანი ნიადაგი შტატის ცენტრალურ და სამხრეთ არეალში, საუკეთესო და ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყურძნის მრავალფეროვანი ჯიშების მოყვანისთვის. ეს ტერიტორები იდეალურია სანჯიოვეზეს, შირაზის და გრენაშის ჯიშის ყურძნებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში არსებული მევენახეების რეპუტაციამ, შესაძლოა, იკლოს, მისი პოპულარობა მაინც იზრდება და ის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებადი ღვინის ტურისტული ლოკაციაა.

Image result for texas hill country vine

  1. მოლდოვური ღვინოები

აღმოსავლეთ ევროპის ეს პატარა სახელმწიფო არის დასტური იმისა, რომ პატარა დეტალებისგან შედგება დიადი საქმეები. რუმინეთსა და უკრაინას შორის არსებულმა 13 000 კვადრატული მილის ფართობმა, სადაც კონცენტრირებულია მოლდოვური ღვინის წარმოება, პოსტსაბჭოთა ქვეყანას აღიარება მოუტანა მთელს მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ღვინის ქვეყანა.

მოლდოვის მიკროკლიმატი ხელსაყრელ პირობებს უქმნის ყურძნის მრავალფეროვანი ჯიშების უხვმოსავლიანობას. ქვეყნის სამხრეთით მეტწილად კაბერნე და პინოს ჯიშის ყურძნები ხარობს, ხოლო ცენტრალურ ნაწილში შესანიშნავი სოვინიონ ბლანი და შარდონე.

იმისთვის, რომ შეიგრძნოთ ნამდვილი მოლდოვური ღვინის გემო, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ Rară Neagră-ს უძველესი მოლდოვური წითელყურძნოვანი ჯიშისგან დამზადებული ღვინო.

Image result for moldova vineyards

  1. კანარის კუნძულების ღვინო

ფორმალურად ესპანეთის შემადგენლობაში არსებული შვიდი კუნძულისგან შემდგარი ავტონომიური გაერთიანება აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, მაროკოსთან მდებარეობს. მინერალებით მდიდარი ვულკანური ნალექით შექმნილი შავმიწა ნიადაგი, სრულყოფილ პირობებს ქმნის 30-მდე ადგილობრივი ჯიშის ყურძნისთვის, მაგალითად მალვაზია და ლისტან ნეგრო.

თითოეული კუნძული გამორჩეული და განსხვავებულია ერთმანეთისგან ნიადაგითა და კლიმატური პირობებით, რაც მრავალფეროვანი გემოს და არომატის ღვინის წარმოებას უწყობს ხელს. როგორც ამბობენ ამ ტერიტორიის ღვინოებს სიამოვნებით მიირთმევდნენ შექსპირი, ქრისტეფორე კოლუმბი და თომას ჯეფერსონი.

Image result for Wines of the Canary Islands

  1. მექსიკური ღვინოები

შესაძლოა, მექსიკის ალკოჰოლური სასმელების პორტფოლიოში წამყვანი ადგილი ტეკილას ეკავოს, მაგრამ ეს ქვეყანა ღვინის წარმოებითაც გამოირჩევა და როგორც ღვინის ექსპერტები ამბობენ, მისგან ბევრ სიახლეს უნდა ელოდოს მსოფლიოს ღვინის მოყვარულთა საზოგადოება.

თუ თქვენ გადახედავთ გვადალუპეს ხეობის ფოტოებს, გაიფიქრებთ, რომ თქვენ უყურებთ ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ღვინის გიგანტურ მწარმოებელ ხეობებს, როგორიც არის ნაპა ველი კალიფორნიაში. მსგავსება ძალიან ბევრია.

გვადალუპეს რეგიონში არსებული პირობები იდეალურია წითელი ჯიში ყურძნებისთვის - მერლო, კაბერნე სოვინიონი და სხვა.

Image result for guadalupe valley 

  1. ლიბანური ღვინოები

ბექაას ხეობა ყველაზე ნაყოფიერი ხეობაა ლიბანში, ის ქვეყნის მთავარ სასოფლო-სამეურნეო რეგიონს წარმოადგენს. ბექაას ხეობა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ღვინის რეგიონია მსოფლიოში, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მდებარეობს და შესანიშნავ პირობებს ქმნის ისეთი კულტურული ყურძნის ჯიშების წარმოებისთვის, როგორებიცაა კაბერნე და მერლო. ყურძნის ამ ჯიშების გავრცელება გარკვეულწილად დაკავშირებულია საფრანგეთის გავლენებზე ლიბანში.

Related image 

  1. უნგრული ღვინოები

თუ თქვენ უპირატესობას თეთრ ღვინოს ანიჭებთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ტოკაის რეგიონს უნგრეთში. ეს არის მეღვინეობის ისტორიული რეგიონი უნგრეთში. რეგიონი შედგება 7 000 ჰა სისტემატიზირებული ვენახისგან. 2002 წელს, რეგიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა. მისი ცნობადობა საკმაოდ დიდი ხნის ისტორიას ითვლის, რადგან ის სამშობლოა ტოკაის ღვინისა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ღვინოა.

ზოგიერთი მახასიათებლები, რის გამოც ტოკაის მეღვინეობის რეგიონი უნიკალურია:

  • ნიადაგი და მიკროკლიმატი:ტოკაის მიწა შედგება თიხისა და ლიოსისგან, რომელიც ვულკანურ ქვენიადაგზეა განლაგებული. მიკროკლიმატი განპირობებულია მზით, სამხრეთით აზიდული მთებით და მდინარე ტისასა და ბორდორგის სიახლოვით.
  • ადგილობრივი ყურძნის მრავალფეროვნება:ჯიშები ფურმინტი და ჰარსლეველიუ რეგიონში საუკუნეების წინ იქნა კულტივირებული, ამავე დროს მათი მოყვანა, ყვითელ მუსკატთან, კაბართან და კიდევ რამდენიმე ჯიშთან ერთად, ოფიციალურად მხოლოდ ამ რეგიონშია ნებადართული.
  • მარნები: სარდაფების ვრცელი სისტემა აქ ახ. წ.1400 - 1600 წლებში კლდოვან ნიადაგში ამოთხარეს. იგი უზრუნველყოფს მუდმივ ტემპერატურას 10-12°C ფარგლებში. სარდაფები გადახურულია სპეციალური მიწით, რომელიც დაძველების პროცესში იცავს მას ალკოჰოლის აორთქლებისგან და ინარჩუნებს ტენიანობას 85-90% ფარგლებში, რაც ტოკაის ღვინის დაძველებისთვის იდეალურ პირობებს წარმოადგენს.
  • 1757წლის სამეფო დეკრეტმა ტოკაის რეგიონი ღვინის დახურული წარმოების რაიონად გამოაცხადა. ეს პირველი ფაქტია მსოფლიო მეღვინეობის ისტორიაში.

Related image 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე