"ვაზისუბნის მამული" პოლონურ-ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრი გახდა

საქართველო, თბილისი - 15:02 | 25.10.2018 ნანახია: 324

"ვაზისუბნის მამული" პოლონურ-ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრი გახდა. 

„ვაზისუბნის მამული” ფლობს 35 ჰექტარზე გადაჭიმულ ვენახებს, აღდგენილ ღვინის მარანსა და სასახლეს. კომპანიას ვენახები აქვს კახეთში, საქართველოს ღვინის რეგიონში, მუკუზანისა და ვაზისუბნის საუკეთესო ზონებში. ღვინო მზადდება ამ ვენახებში მოყვანილი ყურძნის მოსავლისგან. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. მსოფლიოში პირველი ღვინო სწორედ აქ დამზადდა. ქართული ღვინის გენები არაერთ ყურძნის ჯიშში აღმოჩნდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქართული სიტყვა „ღვინო” გახდა საფუძველი ყველა სიტყვისთვის, რაც ყურძნის წვენიდან დამზადებულ სასმელს აღნიშნავს.

„ვაზისუბნის მამულს” განსაკუთრებული ისტორია აქვს. ულამაზესი სასახლე გარშემორტყმულია ვენახებით, რაც განაპირობებს მშვენიერი ღვინის შესაქმნელად საუკეთესო მოსავლის მოპოვებას. სასახლე არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მე -19 საუკუნის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.

კომპანია „ვაზისუბნის მამული” აწარმოებს ორი ბრენდის ღვინოს: ვაზისუბნის მამულის ქვევრის ღვინო და ახალი ბრენდი „ქართული მზე”, რაც ბრენდის შემქმენელებისთვის ახალი მიმართულებაა.

„ვაზისუბნის მამული” წარმოდგენილია ქვევრის ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული მშრალი ღვინოებით: ქისი, ხიხვი, რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. ქვევრი არის ტრადიციული თიხის ჭურჭელი, რომელსაც ქართველები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ყურძნის წვენის დასამუშავებლად. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს გავლენიანმა ბრიტანულმა გაზეთმა, The Independent- მა, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო 14 ღვინო დაასახელა. საუკეთესო ღვინოდ საქართველოდან დასახელდა „ვაზისუბნის მამულის” ქვევრში დამზადებული საფერავი.

„ვაზისუბნის მამული” აგრძელებს ახალი გზების ძიებას და მალე ღვინის მოყვარულებს ახალ ექსკლუზიურ პროდუქტს შეთავაზებს. ამჟამად „ვაზისუბნის მამული” აწარმოებს 100 000 ბოთლ ღვინოს წლიურად, 40% იყიდება ქართულ ბაზარზე, 60%–ის ექსპორტი ხდება კანადაში, ჩინეთში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში. „ვაზისუბნის მამული” გეგმავს საექსპორტო ბაზრის გაფართოებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე