დედაენის ბაღში ქართული ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:11 | 23.10.2018 ნანახია: 277

2018 წლის 4 ნოემბერს, დედაენის ბაღში იმართება ქართული ღვინისა და ყველის ფესტივალი. მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ წარადგინონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია. 

ფესტივალში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს მცირე მარნებისთვის 550 ლარს, ხოლო დიდი კომპანიებისთვის 900 ლარს. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სავაჭრო სტენდით, ყველა საჭირო ინვენტარითა და საინფორმაციო მხარდაჭერით.

ფესტივალის მიზანია ქართული კულტურისა და თანამედროვეობის შერწყმა, სწორედ ამიტომ ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ცოცხალი ელექტრონული მუსიკა. მონაწილე კომპანიები უნდა დარეგისტრირდნენ 2018 წლის 29 ოქტომბრამდე. 

ფესტივალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს ქართული ღვინისა და ყველის ფესტივალი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე