დეკემბერში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:22 | 23.10.2018 ნანახია: 450

2018 წლის 15-17 დეკემბერს საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია "ქართული ღვინო".

"კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავისა და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებას, მთელ მსოფლიოში.

კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იქნება.

კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო", - აღნიშნულია ასოციაცია "ქართული ღვინის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე