სექტემბერში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 153 783 ვიზიტორი ესტუმრა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 22.10.2018 ნანახია: 384

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% - უცხოელი. აღსანიშნავია, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 27%-ით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

  • გერმანიიდან
  • პოლონეთიდან
  • ისრაელიდან
  • უკრაინიდან
  • რუსეთიდან

9 თვის მონაცემებით ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია:

  • პრომეთეს მღვიმე
  • მარტვილის კანიონი
  • ყაზბეგის ეროვნული პარკი
  • ოკაცეს კანიონი
  • თბილისის ეროვნული პარკი

რაც შეეხება კონკრეტულად სექტემბრის თვეს: დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 153 783 ვიზიტორი, რაც 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე