თამაზ თამაზაშვილი წლის საუკეთესო სომელიედ დასახელდა
საქართველო, თბილისი - 22:07 | 21.10.2018 ნანახია: 1274
წლის საუკეთესო სომელიე თამაზ თამაზაშვილი გახდა. გამარჯვებული რამდენიმე წუთის წინ საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სომელიეს გამოსავლენად გამართულ ღონიძიებაზე გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, „ღვინობის თვის“ ფარგლებში, 20-21 ოქტომბერს, საქართველოში პირველად კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე - 2018“ გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ პროფესიონალი სომელიეები, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ მინიჭებული სომელიეს ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი.
კონკურსის გამარჯვებული საუკეთესო სომელიე 2019 წლის მარტში გაემგზავრება ბელგიაში, სადაც საქართველოს სახელით კონკურსში „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე” მიიღებს მონაწილეობას.
ეკოლოგია
- 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა
- ახალგაზრდა ევროპელი ელჩები შეუერთდნენ დასუფთავების კამპანიას ქუთაისში - უარი თქვი პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი "ჭიაკოკონობასთან" დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
- დღეს, 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება