მიმდინარე წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ 190 დეგუსტაცია ჩაატარა

საქართველო, თბილისი - 15:56 | 19.10.2018 ნანახია: 81

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, 2017 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“. დაინერგა აღრიცხვის, რეგისტრაციისა და სერტიფიცირების ელექტრონული სისტემები.

2017 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 110  დეგუსტაცია ჩაატარა. მიმდინარე წლის 9 თვეში კი, უკვე 190 დეგუსტაცია. 2017 წელს ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში განხორციელდა  როგორც საექსპორტო ადგილწარმოშობის, ასევე სუფრის  ღვინოებისა და ღვინის ბრენდის (ლოტთან მიმართებაში) 88  საინსპექციო კონტროლი.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის რთველი შეაჯამა. მინისტრმა ჟურნალისტებს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგები გააცნო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე