2017 წელს, რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული - 53 ქვეყანაში 76,7 მლნ ბოთლი

საქართველო, თბილისი - 15:54 | 19.10.2018 ნანახია: 553

2017 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული -  53 ქვეყანაში  76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ). 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ია (2012 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 42 ქვეყანაში 23 მლნ ბოთლი იყო ექსპორტირებული).

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის რთველი შეაჯამა. მინისტრმა ჟურნალისტებს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგები გააცნო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე