დღეისათვის, ღვინის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულია 800-ზე მეტი ღვინის დიდი, საშუალო და მცირე საწარმო

საქართველო, თბილისი - 15:51 | 19.10.2018 ნანახია: 524

დღეისათვის, ღვინის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულია 800-ზე მეტი ღვინის დიდი, საშუალო და მცირე საწარმო. 2012 წელს მათი რაოდენობა  50-მდე ოყო.  

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 30 ახალი საწარმო და გაფართოვდა 63.

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, მეღვინეობისა და სხვა ალკოჰოლური  წარმოების მიმართულებით, ძირითადი საშუალებებისთვის გაიცა 61 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო საბრუნავი საშუალებებისთვის - 263 მილიონ ლარზე მეტი.

2017 წელს ექსპორტზე ღვინო 270-მა კომპანიამ გაიტანა, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით კი, უკვე 260-მა კომპანიამ განახორციელა ექსპორტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის რთველი შეაჯამა. მინისტრმა ჟურნალისტებს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგები გააცნო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე